საქართველოს სამეფო სახლი

ადვოკატი: საქართველო ვერ იხილავს სცენას, როგორ ადის დავით ბაგრატიონი სამმართველოს კიბეებზე

ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩემს მარწმუნებელს აქვს თავმოყვარეობის და სირცხვილის გრძნობა, ის არ დაუშვებს ამდაგვარი სცენა იხილოს საქართველომ, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ადის ქალაქის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის შეურაცხმყოფელი, ეს არის დამამცირებელი მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. ცნობისთვის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დატოვა.

კომენტარები