საქართველოს სამეფო სახლი

ადვოკატი: ვერ წარმოვიდგენდი, თუ იმის მტკიცება დამჭირდებოდა, რომ მეფეს წარმოვადგენ

ჩვენ ვართ ამ დავაში ჩვენი ნების წინააღმდეგ ჩათრეული, ჩვენც ისეთივე შოკში ვართ... მე მაგალითად, ჩემი კარიერის განმავლობაში ვერ წარმოვიდგენდი თუ სასამართლოში წასვლა დამჭირდებოდა და იმის მტკიცება, რომ მეფეს წარმოვადგენ. მეც თქვენსავით ვარ გაოგნებული, დამიჯერეთ.

მაგრამ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ არ უყუროთ ამას, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ, ჩათრეული ვართ, თუ არ შევალთ ამ პროცესში და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, საქართველოს მეფე გახდება ბატონი ნუგზარი, ამიტომ, ეს რომ არ დავუშვათ, სასამართლოში ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები

დავით ბაგრატიონი მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს უჩივის. ის ითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის. დავით ბაგრატიონ მუხრანელის დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი სიხარულიძეა და არა ბაგრატიონი.

კომენტარები