პერეგოსეტუს პასიფიკუსი

პერუში 4 მეტრი სიგრძის ოთხფეხა ვეშაპის ნამარხი ფორმა იპოვეს, ის 43 მილიონი წლით თარიღდება

პერუში ვეშაპის ნამარხი ფორმა იპოვეს, რომელიც 43 მილიონი წლით თარიღდება.

პალეონტოლოგების აზრით ძუძუმწოვრის ოთხმეტრიანი სხეული როგორც ხმელეთზე სიარულისთვის, ისევე ცურვისთვის იყო ადაპტირებული.

ოთხი კიდური, რომელიც მის სიმძიმეს უძლებდა და ასევე ძლიერი კუდი - ნახევრად წყლის ვეშაპი შეიძლება ოტერს შევადაროთ.

მკვლევრებს სწამთ, რომ ამ აღმოჩენას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ვეშაპების ევოლუციას.

"ეს ოთხფეხა ვეშაპის ყველაზე სრული ნიმუშია, რაც კი ოდესმე ინდოეთის და პაკისტანის გარეთ გვიპოვნია," - ამბობს დოქტორი ლამბერტი, რომელიც სამეფო ბელგიური ინსტიტუტის ბუნების მეცნიერების მეცნიერია.

ის პერუს კუნძულზე, წყნარი ოკეანის მხარეს, ზღვის ნალექში 1 კმ სიღრმეზე იყო ჩაფლული.

ადგილმდებარეობამ მკვლევრებში ინტერესი გამოიწვია, რადგან ითვლება, რომ ვეშაპები  პირველად სამხრეთ აზიაში, 50 მილიონი წლის წინ განვითარდნენ.

მათი სხეულები წყალს მეტად მოერგო, რის შემდეგაც ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ, სადაც ნამარხი ფორმები იპოვეს.

უახლესი აღმოჩენის მიხედვით ისინი იქ სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ. 

"ვეშაპები ევოლუციის გასაოცარი მაგალითები არიან," - ამბობს ლონდონში მდებარე ბუნების ისტორიული მუზეუმის მკვლევარი, ტრევის პარკი.

"ისინი პატარა ძუძუმწოვრებიდან იმ ვეშაპებად იქცნენ, რაც ახლა გვყავს. საინტერესო სანახავია, თუ როგორ დაიპყრეს ოკეანეები."

მას სახელიც დაარქვეს და პერეგოსეტუს პასიფიკუსი უწოდეს, რაც "მოგზაურ ვეშაპს, რომელმაც წყნარ ოკეანეს მიაღწიას" ნიშნავს.

კომენტარები