რიგგარეშე სხდომა

ჭიჭინაძე ოცნებას: ჩატი რომ გაქვთ და იმით იმართებით, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა იმართოს

კანონში პირდაპირ წერია, რომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ყოველ დეპუტატს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, საიტებზე რა წერთ ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არსებობს მეილები და იქნებ იკადროთ და აქ გამოაგზავნოთ. საიდან უნდა გაგვეგო დამოუკიდებელ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ, პარლამენტის საიტზე შაბათ კვირას რატომ უნდა შევიდე? ვალდებულება მაქვს. თქვენ რომ უმრავლესობაში ჩატი გაქვთ და იმით იმართებით, იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა იმართოს.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მას და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებს დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

კომენტარები