რიგგარეშე სხდომა

საგანელიძე : ენმ ყოველთვის მოძებნის თემას რიგგარეშე სხდომის დანიშვნისთვის

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას ქრონიკული პოლიტიკური დაავადება უწოდა.  

"ეტყობა, ეს ქრონიკული პოლიტიკური დაავადება იქნება საქართველოში, ალბათ ყოველთვის მოძებნიან რაიმე თემას, რომ ყოველ არასასესიო კვირას  მოითხოვონ პრეზიდენტისგან, რომ დაინიშნოს რიგგარეშე სხომა და შემდგომ, ვინაიდან კონსტიტუცია განსაზღვრავს, თუ პრეზიდენტი არ ნიშნავს, ეს სხდომა მაინც უნდა დაინიშნოს. მშვენიერი სასაუბრო თემა აქვთ, სალაპარაკო თემა აქვთ, პიარისთვის და დემაგოგიისთვის ნაცმოძრაობა ყოველთვის იყო თავგადადებული და ეს ამ პოლიტიკის გაგრძელებაა", - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, ენმ ყოველთვის მოძებნის რაიმე თემას, რომ ყოველ არასესიო კვირას რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მოითხოვოს, რასაც საგანელიძე პიარისა და დემაგოგიის პოლიტიკის გაგრძელების ცდად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა.

კომენტარები