ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა დაანახა ყველას, რომ ამ ადამიანს არანაირი განცდა და მგრძნობელობა იმისა, თუ ან რაში ცხოვრობდა ქართველი ხალხი ან როგორ ცხოვრობს დღეს, არ აქვს და ყველა მისი სენტიმენტი გამოწვეულია ძალიან მკაცრი საარჩევნო კალკულაციით, რომ ახლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება. თორემ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის "გმირებს" თვითონ ეხმარებოდა რუსეთში. გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიების დროს. ამიტომ ეს ფარისევლობა რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს მუდმივად და ამ შემთხვევაში 9 აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელი არის ჩვენი საზოგადოებისათვის და იმედი მაქვს რომ ასეთი ფარისევლობა გამიზნული ისევ საარჩევნო პერიოდებზე, არ იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ და არჩევნებზე მას სათანადო პასუხი გაეცემა.
ბიძინა ივანიშვილის წერილი
ჭიაბერაშვილი ივანიშვილის წერილზე: ყველა სენტიმენტი საარჩევნო კალკულაციითაა გამოწვეული
tbl.ge/3lry
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილს ეხმაურება.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მისაღწევად
- ივანიშვილი: არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ არა ქვეყნის გამოყენების ხარჯზე
- ბრძენ ქართველ ხალხს ვერავინ გააცურებს - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს
- კალაძე: ივანიშვილის წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, დარწმუნებული ვარ, გაეცემა პასუხი
- დავითულიანი ივანიშვილზე: "ოცნებისთვის" ამხელა რესურსის ადამიანის ლიდერობა ფუფუნება იყო




