ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 12 აპრილამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსთა ცნობით, 11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები