გვენეტაძე TBC-ს საქმეზე: ჩემთვის უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი

პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტს განუცხადა, რომ უწყების საზედამხედველო საქმიანობაზე საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის" - ამბობს კობა გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, უჩვეულოა პარლამენტში საუბარი ისეთ ღონისძიებებზე, რასაც მის უწყებას კანონი და მანდატი ავალდებულებს.

"კვლავ ვუდასტურებ პატივისცემას პარლამენტის თითოეულ წევრს. ჩემი მოსვლა 26 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე და ახლაც, ამ პატივისცემის გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის, რომელიც პასუხისმგებელია საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და მდგრადობაზე, საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობთ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზემხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს" - განაცხადა გვენეტაძემ.

იქამდე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი ზომები გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის იყო აუცილებელი.

კომენტარები