საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქს მოსახლეობის 66% ენდობა სრულად, საპატრიარქოს 28% - სოროსის ფონდის კვლევა

www.facebook.com/KobakhidzeOfficial/

ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს კათალიკო-პატრიარქს მოსახლების 66% სრულად ენდობა, საპატრიარქოს კი 28%.

43% სრულად ენდობა იმ ეკლესიის/მეჩეთის/სინაგოგის/ სასულიერო პირს, რომელშიც დადის.

კითხვაზე - რამდენად ენდობით საქართველოს პატრიარქს და საპატრიარქოს, პასუხების ზუსტი მონაცემები ასეთია:

კითხვაზე - რომელი რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს - საქართველოს მოსახლეობის 82,5% პასუხობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ რელიგის თავს მიაკუთვნებს თბილისის მოსახლეობის 93,4%, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 78%.

მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5,9%) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3,4%) ჰყავს.

რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მოსახლეობის 11,7%, ხოლო თვეში ერთხელ - 17,9% ესწრება. მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულების დროს, რელიგიურ მსახურებას მოსახლეობის 26,7% სტუმრობს.

გამოკითხვის ფარგლებში, დაისვა კითხვები, თუ როგორ ხსნიან მოქალაქეები საკუთარ რელიგიურობას. მოსახლეობის 78% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია უსმენს ჩემნაირ ადამიანებს“; მოსახლეობის 77,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში ვხვდები ჩემნაირ ადამიანებს“; მოსახლეობის 79,6% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში დაცულად ვგრძნობ თავს“; მოსახლეობის 69,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია გასაჭირის დროს გვერდით მიდგას“; მოსახლეობის 71,2% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა მორწმუნეა“; მოსახლეობის 58,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა ეკლესიაში დადის“; მოსახლეობის 76% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მუდმივად ცვალებად გარემოში ეკლესია ერთადერთი უცვლელი და მყარი დასაყრდენია“.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

კომენტარები