ერთიანი ეროვნული გამოცდები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება

ipress

ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე [www.naec.ge და online.naec.ge] უნდა გაიარონ.

კომენტარები