უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პოროშენკოს ან ზელენსკის მხარს არ დაუჭერს

პარტია ბატკივშინას ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო ამბობს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს. ამის შესახებ ტიმოშენკომ პრესკონფერენციაზე თქვა

მისი თქმით, უკრაინაში ეკონომიკური კრიზისია, საომარ მდგომარეობაში იმყოფება და ვერცერთი კანდიდატი ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. 

"მივიჩნევ, რომ ვერცერთი კანდიდატი, რომელიც ცესკომ მეორე ტურში გადაიყვანა, იმ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება, რომლის წინაშეც უკრაინა დგას. ვერც ომს შეაჩერებენ და ვერც უბედურებას",- ამბობს ტიმოშენკო. 

ამიტომაც, ტიმოშენკოს თქმით, ის რჩევებისგან თავს შეიკავებს. თუმცა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, მისი პარტია "ნებისმიერ პრეზიდენტს"დაეხმარება ქვეყნის განვითარებაში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვლადიმირ ზელენსკი და პერტო პოროშენკო დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები