უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი ვოლიდიმირ ზელენსკი უპირისპირდებიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყანაში 30 ათასამდე საარჩევნო უბანია გახსნილი.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15,94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები