სიტყვა ლიბერალიზმი

კანდელაკი: ოცნება ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებთან დაპირისპირების ახალ ფაზაში შევიდა

საზოგადოება უკვე მიეჩვია ქართული ოცნების სტილს, როცა კი ისმის კრიტიკა სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს არასამთავრობოების მხრიდან სასამართლოზე არჩევნებზე, თუ კრიტიკა მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე, თუ კრიტიკა იმ სულელეურ ინიციატივაზე, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს - ყოველთვის გვესმის დაზეპირებული ტექსტი, რომ ყველა ცდება და მხოლოდ ჩვენ ვართ მართლები, ყველა ტყუის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ბრძენი, მაგრამ, ქართული ოცნების მხრიდან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე რეაქცია, ისევე როგორც ამასთან კავშირში თითქოს არ მყოფი, განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღება, მართლაც რაღაც ახალი სიმაღლის დაპყრობაა ქართული ოცნების პრაქტიკაში და ორი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, როგორ შევიდა დაპირისპირების ახალ ფაზაში ქართული ოცნება ჩვენს საზოგადოებასთანაც და ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებთანაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა პირველ რიგში, იმეორებს ეუთოს დასკვნას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ძალადობის ფაქტების არ გამოძიებაზე, საჯარო მოხელეების დაშინებაზე და მათზე ზეწოლაზე, ისევე როგორც საუბარია სასამართლოში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე და ასევე მუხთარლის საქმის არ გამოძიებაზე, სუსის ანგარიშვალდებულების არარსებობაზე და ამ დოკუმენტზე, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არსებული სიტუაციისა, ქართული ოცნების რეაქცია იყო მართლაც სამარცხვინო. თან გვინდა რომ ამერიკა გვეხმარებოდეს და მხარს გვიჭერდეს და თან მას ვადანაშაულებთ სიცრუეში, თან ვამბობთ, რომ ერთი ჩემი კოლეგის ციტირება რომ მოვახდინო, "ამ ბოლო დროს შეცდომების დაშვებას მოუხშირა სახელმწიფო დეპარტამენტმა". ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ როცა საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის ჯიბიდან დაფინანსებული პროექტების სახით, მას აქვს პრობლემა, ვინც ამაზე საუბრობს, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტსაც და ეუთოსაც.

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის გამოსვლა პარლამენტში, კანონიდან სიტყვა ლიბერალიზმის ამოღებისა შესახებ.

კომენტარები