იაპონია

იაპონიის ახალი იმპერიული ეპოქის სახელი "რეივა" იქნება

The Japan Times

იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას “რეივას ეპოქა“ ერქმევა. იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს.

30 აპრილს 31-წლიანი ჰეისეის ეპოქა იმპერატორ აკიჰიტოს წასვლასთან ერთად დასრულდება, ხოლო 1 მაისს, როდესაც პრინცი ნარუჰიტო იმპერატორის ტახტს დაიკავებს, იაპონიაში ახალი, რეივას ეპოქა დაიწყება.

სიტყვა რეივა ორი იეროგლიფისგან შედგება და წესრიგსა და მშვიდობას ან ჰარმონიას გამოხატავს. ყოველი ახალი ეპოქის სახელი ქვეყნის შემდგომი ათწლეულების მისწრაფებას გამოხატავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იეროგლიფები ჩინური ტექსტის ნაცვლად მე-8 საუკუნის კლასიკური იაპონური პოემიდან, მანიოშუდან აიღეს. მანიოშუ მდიდარი იაპონური კულტურისა და გრძელი ტრადიციის სიმბოლოა. პრემიერმინისტრ აბეს თქმით, ეპოქა იმედით სავსე იაპონიას გამოხატავს.

ახალი იმპერიული ეპოქა მონეტებზე, გაზეთებზე, მართვის მოწმობებსა და ოფიციალურ დოკუკუმენტებზეა ასახული.

 

კომენტარები