ამინდის პროგნოზი

ნალექი და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 5 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 1 აპრილს უმეტესად ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები