უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს.

გამარჯვებისთვის სამი წამყვანი კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პოპულარული კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და იულია ტიმოშენკო. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევებით რამდენიმე პროცენტიანი უპირატესობით ზელენსკი ლიდერობდა.

იმ შემთხვევაში, თუ 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი აიღებს, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.

უკრაინა პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები