მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოეთხოვოს, მე ჩემი ნებით მზად ვარ, რომ ვისაუბროთ ამ საქმეებზე [სანდრო გირგვლიანის და გოჩა ენუქიძის საქმე, ტურავას საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე, გიორგი მიქიაშვილის საქმე, პაატა როსტომაშვილის საქმე]. მე ამ საქმეებზე რამდენჯერმე მისაუბრია. ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტ საქმეებს აგებს თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი და იქ ასეთი კითხვები არ არის
tbl.ge/3l2s
დაკოპირდა

სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ეს განცხადება ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პირველებში" გააკეთა. ჟურნალისტებმა მას იმ საქმეებზე ჰკითხეს, რომლის მოსამართლეც თავად იყო და რომელიც საქართველომ სტრასბურგში წააგო. ეს საქმეებია - გირგვლიანის საქმე, ენუქიძის საქმე, მოლაშვილის საქმე, ტურავას საქმე, მიქიაშვილის საქმე, როსტომაშვილის საქმე.
ამავე თემაზე
- კილაძე: მოქალაქეები ენდობიან სასამართლოს, სხვა შემთხვევაში, რატომ მიდიან საკუთარი ნებით
- უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს
- დოლიძე: მოსამართლეების პოლიტიკური განცხადებები იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი
- "ვინც მოსამართლეთა კლანი არ გაუშვას, იმის დედას შე***ი" - გირჩის შეთავაზება მოსამართლეებს
- ხუხაშვილი: თუ მურუსიძე წინა ხელისუფლების ოფიციანტი იყო, ახლა პარტნიორი გახდა