ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება
ტაქსების რეგულირება
"ოცნების" დეპუტატი: ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს
tbl.ge/3l2l
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ ტაქსების რეგულირების საკითხში "პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა".
ამავე თემაზე
- მარჯვენასაჭიან ტაქსებს საქმიანობის უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდებათ
- "გამიყოლე" - FB-ზე ჯგუფი შეიქმნა, სადაც მძღოლები სხვებს უსასყიდლოდ დამგზავრებას სთავაზობენ
- კალაძე ტაქსებზე: შესანიშნავი შედეგები მივიღეთ, ეს რეფორმა ისტორიაში შევა
- მდინარაძის თქმით, 1-ლ ოქტომბერს ფერადი ტაქსის მართვისთვის 700-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს
- ევროპული საქართველო ტაქსების რეგულაციების გაუქმებას ითხოვს