დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რო პირადი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, არაფერი იქნება გამოძიებული. ისევე როგორ ამ 7 წლის განმავლობაში არ იყო გამოძიებული არცერთი შემთხვევა, რომელიც ანალოგიურ ფაქტებს შეიცავდა. თავს ისაწყლებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ 6 თვე გავიდა და ვერა და ვერ მოვაბით თავიო. ტყუილია ეს, 6 დღეში და 6 საათში მოაბამენ თავს, როცა იცი რომელი კომპიუტერიდან და აიპიდან არის გამოგზავნილი, ეს ყველაფერი რაც ხდება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ყველაზე უნამუსოდ და უწესოდ და რაც მთავარია, ყველაზე არაკანონიერი ფორმა, რომელიც ერთ დროს იქნება გამოძიებული. ერთ დროს ყველა მისი მონაწილე, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი იქნება დასჯილი.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება
გოცირიძე კადრების გავრცელებაზე: ერთხელაც, ყველა მონაწილე თანამდებობის პირი იქნება დასჯილი
tbl.ge/3kxd
დაკოპირდა

დეპუტატი რომან გოცირიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებაზე
ამავე თემაზე
- ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- ადვოკატი: ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა
- სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს – მიგინეიშვილი
- ბესელია გახარიას პირად კადრებზე: ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული?
- თალაკვაძე ბესელიას განცხადებაზე: უმრავლესობაში დაშანტაჟებულის არავისარაფერი ეტყობა




