კრიმინალი

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დაჭრა

flickr

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დაჭრა. შუახნის ქალს დაზიანებები მხრის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული უკვე დააკავეს.

კომენტარები