დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ჭიჭინაძე: კობახიძემ ისეთი ისტერიკა მოაწყო, ივანიშვილმა ჰკითხა ავად ხომ არ ხარო

12 აპრილს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ივანიშვილიც მოვიდა. იქ იმდენად ისტერიული ის მოაწყო ბიძინა გეგიძესთან მიმართებაში კობახიძემ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კითხა კიდევაც - შენ რამე ავად ხომ არ ხარო? ისტერიკები და რაღაცები... მაგიტო მოახდევინეს მერე ბიძინა გეგიძესთან მიმართებაში ბოდიში, როცა ბესელიას მოუხადა. იქ მარტო ბესელიასთვის არ მოახდევინეს ბოდიში, გაუხსენეს ბიძინა გეგიძესთან მოწყობილი ობსტრუქცია. მერე პაპუაშვილს, ფოფხაძეს და ქანთარიას კი უთხრა შეშფოთებულმა უკვე ივანიშვილმა - მე ეს ნორმალური მეგონა, მარა ეს რა მოაწყო, ცუდად მქონია საქმეო. მაგრამ მაშინ კვირიკაშვილის წინააღმდეგ სჭირდებოდა კობახიძე.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეს განაცხადა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა. ის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი სხდომის შესახებ საუბრობს.

კომენტარები