ქართული პოლიტიკა

უსუფაშვილი: ვერ მოგართვით "მიშისტებო" და "ბიძინისტებო", რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო

ბევრი თვლის, რომ "მოდი რა, მკაფიოდ გვითხარი, შეაგინე იმას და მაშინ დაგიჯერებ". არა, არ ვაგინებ. ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტისთვის ივანიშვილის შეგინება ნიშნავს მიშას განდიდებას, ვინაიდან მე მიშას არ განვადიდებ, ე.ი თურმე ივანიშვილს საკმარისად არ ვაკრიტიკებ. მეორე მხარესაც იგივეა - ვინაიდან მე ბიძინას არ განვადიდებ, ე.ი მიშას ბოლომდე არ ვემიჯნები.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს. შედეგად რა იყო? ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს, იმიტომ, რომ [ფიქრობენ] - "თუ ვინმეს გაემიჯნე, ე.ი ჩემთან უნდა იყო".

ვერ მოგართვით ბატონებო, მიშისტებო და ბიძინისტებო, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო და თქვენ რაც წარმოგიდგენიათ კრიტიკად, რომ "თუ თქვენთან არ ვარ, ე.ი საკმარისად კრიტიკული არ ვარ სხვებთან", ამ გზით თუ ვიარე, მაშინ მოვალ და ჩაგბარდებით

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები