საპენსიო ფონდი

სურგულაძე: საპენსიო ფონდის გაკოტრება არის გამორიცხული

საპენსიო ფონდის გაკოტრება არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ინვესტირება ხდება მაღალი დონის პროფესიონალების მიერ. ეს იქნება დივერსიფიცირებული ფონდი. გამოცხადებული გვაქვს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე ვაკანსიები, იქნებიან მაღალი რანგის პროფესიონალები, დიდი გამოცდილებით ამ სფეროში და ასევე შევარჩევთ უფროს საინვესტიციო ოფიცერს, რომელიც უშუალოდ განახორციელებს საინვესტიციო პროცესს.

პორტფელი იქნება დივერსიფიცირებული, იქ ერთი კომპანია რომ გაკოტრდეს, ფონდს არანაირად არ დაარტყამს, იმიტომ, რომ რისკები იქნება, დათვლილი, ზუსტად შეფასებული და ყოველდღე მოხდება ამ რისკის მონიტორინგი და რაოდენობრივი შეფასება. რისკის კონტროლი არ მისცემს საშუალეაბას საინვესტიციო სამსახურს, აიღოს იმაზე მეტი რისკი, რაც იქნება გაწერილი საინვესტიციო პოლიტიკაში და ეს პროცესები ძალიან მკაცრად გაკონტროლდება, ფონდის გაკოტრება გამორიცხულია უბრალოდ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები