შუალედური არჩევნები

ხუხაშვილი: გირგვლიანის მკვლელი რეჟიმის მემკვიდრე კობახიძეა დღეს და არა ევროპული საქართველო

იმ დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრე, რომელმაც გირგვლიანი მოკლა, დღეს არის კობახიძე. აღარ არის "ევროპული საქართველო", კობახიძეა სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ ის სადამსჯელო მანქანა, რომელმაც თავისსავე მუხლუხოებში გაატარა გირგვლიანი, დღეს მთლიანად ინტეგრირებულია "ქართულ ოცნებაში" და თავი გაანებონ ამ რიტორიკას. ისინი არიან სამართალმემკვიდრეები. შესაბამისად, ისინი მფარველობენ მკვლელებსაც და ყველას. დღეის მდგომარეობით ასეა და შალვა შავგულიძეს თავი გაანებონ. კი ბატონო, "ევროპული საქართველოს" რაღაცეები შესაძლოა მეც არ მომწონდეს, რაღაცა საკამათო მეგონოს, მაგრამ ყველაფერი აირია. რით სჯობია დღევანდელი ქართული ოცნება ევროპულ საქართველოს?! 

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"

კომენტარები