ენმ-ის ყრილობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს. 

დღესვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მსოლოდ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. მანამდე მოვალეობას ნიკა მელია ასრულებდა. 

ასევე დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კვლავ ნიკა მელია იქნება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-8 ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს. ყრილობას ენმ-ს და ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას წევრები ესწრებიან, ასევე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც. 

კომენტარები