რა თქმა უნდა, საქართველო დიდი განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ და მე ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, დღეს რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო გამოვიხსნათ ივანიშვილის მახრჩობელა მარწუხებისგან. გუშინ ვუყურებდი CNN-ზე სინგაპურის რეკლამას. 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს იქნებოდა სინგაპურივით. არავის აჯეროდა მაშინ, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხდებოდით თანამედროვე სინგაპური ჩვენს რეგიონში. როდესაც იძახიან, რომ წარსულს მისტირიან ესენიო, ამას იძახიან ჭაობის პოლიტიკოსები. მე მინდა უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, 2012 წელს რომ არ მომხდარიყო ეს კატასტროფა, სად იქნებოდა დღეს საქართველო, საქართველო იქნებოდა მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში განათლების მთავარი კერა, იმიტომ რომ ამერიკულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნებოდა უკვე არა მხოლოდ ამოქმედებული, არამედ გამოუშვებდა ძალიან ბევრს სტუდენტს. საქართველო იქნებოდა ინფრასტრუქტურულად ბევრად უფრო წინ. ჩვენ გვექნებოდა სვანეთის, გომბორის და გოდერძის გვირაბები, დამატებით ფოთი-ზუგდიდის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის ახალი აეროპორტი და ახალციხე-ბორჯომის აეროპორტი და გვექნებოდა ბევრად უფრო სწრაფი რკინიგზა და ესტაკადა გომბორზე. თბილისი იქნებოდა ქალაქი საცობების გარეში, შემოვლითი გზა სწორედ ამას აკეთებდა. საქართველო გაყიდიდა ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის მაღალტექნოლოგიურ იარაღს მთელ მსოფლიოში. ივანიშვილმა დახურა დელტა და გახსნა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა.
ენმ-ის ყრილობა
სააკაშვილი: 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს იქნებოდა სინგაპურივით
tbl.ge/3kjz
დაკოპირდა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ენმ-ის ყრილობაზე შეკრებილს ხალხს სკაიპით მიმართა.