ხანძარი

რუსთაველის გამზირზე მდებარე ქართული ოცნების ოფისში ხანძარი გაჩნდა

ირაკლი კუპრაძე / Facebook

UPDATE 11:04: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, დამწვარია მაგიდა და 3 კვ. მეტრი ფართობის კედელი. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარტია "ქართული ოცნების" ოფისში ხანძარია. ინფორმაცია Facebook-ზე ერთერთმა მომხმარებელმა, ირაკლი კუპრაძემ, გაავრცელა. 

ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ოფისში ჯგუფია გაგზავნილი და დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგვაწვდიან. 

კომენტარები