შს მინისტრი: თუ წერილი არ დადასტურდა, ცილისწამებაც კრიმინალია, ხომ ასეა?

რა თქმა უნდა, და თუ არ დადასტურდა, ცილისწამებაც კრიმინალია, ხომ ასეა?

შს მინისტრი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში, წამყვანის რეპლიკაზე - "ეს წერილი თუ დადასტურდა, ესეც კრიმინალია". საუბარია მამუკა ხაზარაძის სასამართლოში მიტანილ მუქარის წერილზე, რომელიც თიბისი ბანკის დამფუნებლის თქმით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცილისწამება არც სსკ და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ ისჯება. მას მხოლოდ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი არეგულირებს. პრეზიდენტი ითხოვს, ცილისწამების შესახებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც "დაიცავს ადამიანის ღირსებას".

კომენტარები