კრიმინოგენული მდგომარეობა

მდინარაძე: კრიმინალიზაცია მოხდა კონკრეტული ფაქტების და შესაბამისად, სტატისტიკა გაზრდილია

რა არის იმაში გაუგებარი, რომ მაგალითად ოჯახში ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანება, ადევნება ეს ის დანაშაულებებია, რომელზეც, რა თქმა უნდა, მომართვიანობამ იმატა, კრიმინალიზაცია მოხდა კონკრეტული ფაქტების და შესაბამისად, სტატისტიკა არის გაზრდილი, რიგ შემთხვევებში გაექვსმაგებულია, იმიტომ რომ საერთოდ არ იყო დანაშაული მუქარაზე არავინ არ მიდიოდა პოლიციაში და ა.შ. რა არის გაურკვეველი იმაში, რომ მაგალითად, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ფაქტებზე არის შემცირება, ესეც ხომ უნდა ვთქვათ ობიექტურობისთვის, რაღაც ობიექტური ხომ შეიძლება ვთქვათ. ყაჩაღობის ფაქტები შემცირებულია, სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტებია შემცირებული, ანუ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ხშირ შემთხვევებში არის შემცირებული. სწორი აღრიცხვა უზრუნველყოფს იმას, საბოლოო ჯამში გავიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა,სამართალდამცავები კონკრეტულ შედეგამდე, რომ სწორი აღრიცხვის შემთხვევაში მოგვეცეს სწორი ანალიზის საშუალება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართმხარდამჭერები ამისი.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ

კომენტარები