კრიმინოგენული მდგომარეობა

პრემიერი: არავინ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს

რა თქმა უნდა, არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა,მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ − „ყველანი ციხეში“. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა ამ სიტყვების მიმართ.

კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში − მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია − მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც საჭიროა − გატარდება რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტურს და ხარისხიანს.

ჩვენ ვაგრძელებთ დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქვყენაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ პარლამენტში დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას პასუხობს.

კომენტარები