სუმო

ტოჩინოშინი სუმოს ლეგენდასთან იორიკირით დამარცხდა (ვიდეო)

ჰარუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი სუმოს ლეგენდას - ჰაკუჰოს დაუპირისპირდა. მონღოლმა ქართველი მებრძოლი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 6:6-ზეა. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად, მან დარჩენილი 3 ბრძოლიდან 2 მაინც უნდა მოიგოს.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იქნება. ლევან გორგაძეს მასთან 25 ბრძოლიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული.

კომენტარები