მარნეული

მარნეულის სათემო რადიო: სოფელ საბირქენდში ფერმერს კაკლის 30 ხე გაუჩეხეს

მარნეულის სათემო რადიო

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაცით, სოფელ საბირქენდში ფერმერს კაკლის 30 ხე გაუჩეხეს.

რადიოს ინფორმაცია დაზარალებულმა ელნურ მასიმოვმა მიაწოდა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.​

მასიმოვი ამბობს რომ, ერთ დღეს 18, ხოლო მომდევნო დღეს 12 ხე გაუჩეხეს. მისივე თქმით, მიწის ნაკვეთზე მას კაკლის 50 ძირი ხე ჰქონდა დარგული. მან არ იცის, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე, თუმცა, საქმის გამოძიებას და დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვს და მარნეულის პროკურორს საჩივრითაც მიმართავს. 


ფოტო: მარნეულის სათემო რადიო

კომენტარები