მშობლები

დანიის პარლამენტში დეპუტატს დარბაზიდან თავისი შვილის გაყვანა სთხოვეს

Mette Abildgaard, Facebook

კონსერვატიული სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერმა მეტ აბიდგაარდმა პარლამენტში თავისი ხუთი თვის შვილი მიიყვანა, სპიკერმა კი თხოვა დარბაზიდან ბავშვი გაეყვანა.

აბიდგაარდის თქმით, მან პარლამენტში მისი ხუთი თვის ქალიშვილი პირველად და იმ მიზეზით მიიყვანა, რომ მამას მისი მოვლა არ შეეძლო.

პარლამენტის სპიკერის და დანიური სახალხო პარტიის ყოფილი ლიდერის პია ქეარსგაარდის წარმომადგენლის თქმით, აბიდგაარდი თავის ბავშვთან ერთად დარბაზში წესების თანახმად არ დაიშვებოდა.

მეტ აბიდგაარდმა Facebook პოსტში აღნიშნა, რომ ადრე მისმა ერთმა კოლეგამ თავისი შვილი სამსახურში უპრობლემოდ წამოიყვანა, ამიტომ თავად ნებართვა აღარ უთხოვია. პარლამენტარი თავის მდივანთან შეთანხმდა, რომ თუ მისი შვილი იხმაურებდა მას დარბაზიდან გაიყვანდა. პარლამენტარის ქალიშვილი „კარგ ხასიათზე იყო“ და ამიტომ აბიდგაარდი დარბაზში მასთან ერთად შევიდა. პარლამენტარის  Facebook პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პარლამენტის სკიპერმა ასისტენტს ბავშვის გაყვანაზე ზრუნვა სთხოვა, რადგან „დარბაზში პარლამენტარები უნდა იყვნენ და არა ბავშვები.“

აბიგაარდმა პოსტში ისიც აღნიშნა, რომ დანიის გულუხვი დეკრეტული შვებულებით ბოლომდე არ ისარგებლდა და დემოკრატიის მსახურებისთვის ადრევე დაუბრუნა სამსახურს.

მეტი პირველი პოლიტიკოსი არ არის, ვინც სამუშაო ადგილას ბავშთან ერთად მივიდა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი პირველი პოლიტიკოსია, ვინც ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში გენერალური ანსამბლეის შეხვედრას თავის ბავშვთან ერთად დაესწრო. 2018 წელს კანადელმა მინისტრმა კარინა გულდიმ პარლამენტში თავის შვილი ძუძუთი გამოკვება.

კომენტარები