მშობლები

ქალის მიერ ნაშვილები ორი ბავშვი ერთმანეთის და-ძმა აღმოჩნდა

კოლორადოში ქალის მიერ ნაშვილები ორი ბავშვი ერთმანეთის და-ძმა აღმოჩნდა.

გრეისონი, რომელიც ახლა 2 წლისაა, 36 წილს კეტი ფეიჯმა 2017 წელს იშვილა. მოგვიანებით ის გოგონას დედობილიც გახდა, რომელიც ახლა ერთი წლისაა.

კეტიმ ბავშვებს შორის ფიზიკური მსგავსება მალევე შეამჩნია, თუმცა მის ეჭვებს არავინ უჯერებდა, რადგან ბიოლოგიურმა დედამ ორივე ბავშვის გაშვილებისას სხვადასხვა სახელი გამოიყენა. გრეისონისა და ჰანას შესახებ სიმართლე არც შვილად აყვანის სააგენტოში იცოდნენ.

კეტი ფეიჯმა ბავშვებს შორის შესაძლო კავშირი მაინც ბოლომდე გამოიკვლია და გაარკვია, რომ მათ მართლაც საერთო ბიოლოგიური დედა ჰყავდათ. მოგვიანებით ეს დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა. 

ამ ყველაფერმა ფეიჯს ჰანას ოფიციალურად შვილება გაუმარტივა. სხვა შეთხვევაში, ის, შესაძლოა, ნათესავებთან დაესახლებინათ.

როდესაც გრეისონი და ჰანა გაიზრდებიან, დედა მათთვის ყველაფრის მოყოლას აპირებს.

კომენტარები