ფეხბურთი

"ჩვენ რომ მაისურზე ღამურით ვთამაშობდით, ამერიკაში ბიზონებს დასდევდით" - CF Valencia-ს პასუხი DC-ს

El Confidencial

ესპანურ საფეხბურთო კლუბ "ვალენსიასა" და ამერიკული კომიქსების კომპანია DC-ს შორის ღამურას ლოგოზე დავა გრძელდება.

კლუბი 1919 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული მათ გერბზე ღამურაა გამოსახული. გარდა ამისა რეგიონთან ღამურა მეცამეტე საუკუნიდან ასოცირდება. DC-ს კომიქსების გმირი ბეტმენის ლოგო კი 1939 წელს შეიქმნა.

თუმცა ამჯერად დავის საგანი ახალი დიზაინი გახდა, რომელიც კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნად შექმნეს. DC-ს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ის ძალიან წააგავს ბეტმენის ლოგოს და ამის გამო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში სარჩელი შეიტანეს.

სარჩელს საფეხბურთო კლუბის სპიკერი გაზეთ El Confidencial-თან საუბრისას გამოეხმაურა:

"ჩვენ ღამურას გამოყენებას არ შევწყვეტთ იმიტომ, რომ DC ამბობს ამას. ღამურაზე ექსკლუზივი არც ერთ ბრენდს არ აქვს. როდესაც ეს კლუბი მკერდზე ღამურით თამაშობდა, აშშ-ში ჯერ კიდევ ბიზონებს დასდევდნენ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ვალენსიასა" და DC-ს შორის დავა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური სარჩელი არ შეუტანიათ.

კომენტარები