საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს [ტელევიზიის] სტუდიაში

ტვ პირველი

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა წავიდეს. საქართველოს პრეზიდენტის რეპლიკა გადაცემა "რეაქციის" ანონსში ისმის.

ზურაბიშვილმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერილი და არა პირდაპირ ეთერში.

"იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არ უნდა წავიდეს სტუდიაში", - ამბობს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტი მას ეკითხება, რატომ არ უნდა წავიდეს სტუდიაში პრეზიდენტი, თუმცა გადაცემის ანონსში პასუხი არ ისმის.

აქვე ინგა გრიგოლია სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ თუ ის მეგობრებთან ერთად დადის კაფეში ყავის ან ჩაის დასალევად, რატომ არ შეიძლება მივიდეს სტუდიაში. რაზეც სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"იქ არა ვარ პრეზიდენტი, როგორც თავისუფალი ადამიანი".

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დღეს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" დღეს, 20:00 საათზე გავა. 

კომენტარები