მდინარაძე: თუ ბოტებსა და ტროლებზეა საუბარი, ენმ-ის თითოეული წევრი დღეში 5-ჯერ იქნება დასაჭერი

ბოტებს და ტროლებს რაც შეეხება, თუ ამაზეა საუბარი, ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრი დღეში იქნება ხუთჯერ დასაჭერი, ხუთჯერ.

რაც შეეხება კიბერშეტევას, გამოძიება მიდის, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი და ამის შედეგები გამოძიებას უნდა მოვთხოვოთ თქვენთან ერთად.

თუ საუბარია თიბისის საქმეზე, თიბისის მარეგულირებელთან არანაირი პრეტენზია და პრობლემა არ აქვს, ისინი შეთანხმდბნენ და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ წერილზე, აქ არ შეიძლება, ჯერჯერობით, როგორ მინიმუმ, ვისაუბროთ სერიოზულად, სანამ რაიმე დამატებითი ელემენტარული მტკიცებულება მაინც არ იქნება წარმოდგენილი, ჩვენ რომ ამ ლოგიკით საგამოძიებო კომისია შევქმნათ, ყოველდღე მოგვიწევს თითო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ასევე არარეალური ამბავია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული საქართველოს ინიციატივაზე, რომელიც თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.

კომენტარები