იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

ბესელია მათიკაშვილს: თუ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო

ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა. ამიტომ თუ დროს დამაკარგინებ, უფრო მეტი დრო დაიკარგება. დავით, დამშვიდდი და დამაცადე! კომიტეტს კიდევ 5 კვირა აქვს განხილვებისთვის და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ და ცოტა მეტ სიდინჯეს გამოიჩენთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ნებისყოფა გეყოფა, რომ მომისმინო. სამჯერ თუ ოთხჯერ შემაწყვეტინე და ხელს ნუ მიშლი! დინჯად მოიქეცი ცოტა და მოისმინე კითხვები. შეიძლება არ გაინტერესებთ მაგრამ საჭიროა, ვიღაცას აინტერესებს და ის მოისმენს.

მიმართა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და გამწესების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ. დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა მოკლედ გადმოეცა სათქმელი.

კომენტარები