იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

გოგიჩაიშვილი ოხანაშვილს: შენ ხარ დანიშნული მოსამართლე და კარგად იცი, ვის მიერაც

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობენ. 

დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე შეჩერდება რაიონულ (საქალაქო) და საპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. 

კანონპროექტის ინიციატორები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

ეს ქართული ოცნების ის დეპუტატები არიან, რომლებიც დანარჩენ უმრავლესობას უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო დაუპირისპირდნენ. 

სხდომა დეპუტატების ორ ჯგუფს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობს, ყველაზე ხშირად ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ონახაშვილმა იკამათეს. 

ანრი ოხანაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი ეკა ბესელიამ თავისი ნებით დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ოხანაშვილს გოგიჩაიშვილმა არა არჩეული, არამედ დანიშნული თავმჯდომრე უწოდა.

"შენ ხარ დანიშნული თავმჯდომარე და კარგად იცი ვის მიერაც, კეთილი ინებე და მოგვისმინე, რადგან ჩვენ გასწავლით და შენ ვერ გვასწავლი. მე გასწავლი როგორ უნდა კოლეგების მოსმენა და პოლიტიკის კეთება", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვლმა ანრი ოხანაშვილს.

გოგიჩიშვილის პასუხად კი ოხანაშვილმა თქვა: 

"დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ შენს კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე. ეს არის ყველა იმ დეპუტატის შეურაცხყოფა, რომელმაც ხმა მომცა. შენ მე ვერაფერს მასწავლი!". 

კომენტარები