ირაკლი კვარაცხელიას საქმე

უგულავა კვარაცხელიაზე: ხელისუფლება იმასაც არ შვრება, სანქციების ქვეშ მოაქციოს ეს ადამიანები

კონკრეტულ ბოროტებას კონკრეტული ადამიანები სჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები და საქართველოსი აღარ ეშინიათ მის მტრებს. პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს, როდესაც მის შვილებს ასე კლავენ და ხელისუფლება იმდენსაც კი არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოაქციოს ეს ადამიანები, ვინც ეს ტრაგედია თავს დაატეხა ქვეყანას ამ ოჯახებს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები