ჟირაფი

ჟირაფმა ეიფრილმა ისევ გააჩინა, ამჯერად ბიჭი - ვიდეო

ჟირაფმა ეიფრილმა ბიჭი გააჩინა. წუხელ 12:45 წუთზე, YouTube ლაივზე დაახლოებით 300 000 ადამიანი ადევნებდა ბოჟიკის გაჩენას თვალს. 

ნიუ იორკის პარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ახალდაბადებული ცხოველი 1:27 წუთზე უკვე ფეხზე იდგა, ხოლო 1:51-ზე დედის რძეც დააგემოვნა. 

"დიდი წარმატებაა! 15 თვიანი ორსულობის შემდეგ ჩვენ მადლიერები ვართ, რომ სრულიად ჯანმრთელი ბოჟიკი მოევლინა დედამიწას, რომელიც დადის, ჭამს და დედასთან კონტაქტობს"- ამბობს პარკის მეპატრონე ჯორდან პატჩი და აღნიშნავს, რომ ყოველ წელს ერთ გარდაცლილ ჟირაფზე, ერთი ახალდაბადებული ცხოველი მოდის. 

ეიფრილი მაყურებლის ყურადღების ცენტრში 2017 წელსაც მოექცა. დაახლოებით 7 კვირის განავლობაში, 232 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს პატარა ტაჯირის დაბადებას, რომელიც ნიუ იორკთან მდებარე პატარა პარკისთვის დიდი მოვლენა გახდა. 

დამთვალიერებლებს პატარა ბოჟიკის ნახვა 1 მაისიდან შეეძლებათ, როცა პარკი "ცხოველების თავგადასავალი" სეზონზე გაიხსნება.

კომენტარები