რუსული ოკუპაცია

ჩუგოშვილი: არ არის სიმართლე, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის ჯარია

ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იყო გაჟღერებული, თითქოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის გადმოსული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რაც არ არის სიმართლე. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

კომენტარები