აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

სახ. დეპ.: სამართალდამცავთა დაუსჯელობა ადგილობრივი და საერთაშორისო შეშფოთების საგანია

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ სამართალდამცველთა და პოლიციელთა დაუსჯელობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შეშფოთების საგანია. 

სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმეს იხსენებს და წერს, რომ ამ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხში, რომელიც პროკურატურამ გამოიზია, არავინ დასჯილა. 

"პროკურატურის სამსახურის მიერ გამოძიებულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებში, მათ შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესა და პოლიტიკური ძალადობების შემთხვევებში, დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

სახელმწიფო მექანიზმების ეფექტიანობა, გამოეძია და დაესაჯა სამართალდამცავები და პოლიციელები სუსტი იყო და მათი დაუსჯელობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მაღალი შეშფოთების საგნად რჩება,"- წერია ანგარიშში.

კომენტარები