ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ლევან გორგაძემ მაეგაშირა ნიშიკიგი იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე მოგება/წაგების ბალანსი 2:2 გახადა.
აქამდე, ტოჩინოშინს ნიშიგიკი 5 ბრძოლიდან 3-ჯერ ჰყავდა დამარცხებული. ხვალ, ქართველი სუმოტორი მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდება.