დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

წულუკიანი: ოპონენტებს რაღაც იმედგაცრუებას ვატყობ

სხვადასხვა აღმასრულებელ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს არ იქნება რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა დავუდასტურო, რომ მე მათთვის ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი, მათი ერთერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ეს მათთვის ალბათ საწყენია, რადგან რაღაც იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა, მაგრამ ეს არის ასე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ცნობისთვის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ გარკვეულ საკითხზე ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა და ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას. თეა წულუკიანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.

კომენტარები