დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გოგიჩაიშვილი: წულუკიანს აქვს გამოკვეთილი ინდივიდუალობა, შეუძლია გარკვეული პოზიციების დაცვა

ადამიანურად ჩვენ გვაკავშირებს ბევრი რამე, ძალიან ახლოს ვიცნობ ქალბატონ თეას, ხაზს ვუსვამ, რომ მას გააჩნია გამოკვეთილი ინდივიდუალობა, საკუთარი ხედვები, ვიღაცას მოსწონს მისი ხედვა თუ არა, ეგ არ აკნინებს მას, პირიქით, მას შეუძლია გარკვეული პოზიციების დაცვა. მე ყოველთვის ვეცდები, რომ ის დადებითად მოვიხსენიო, იმიტომ, რომ არ მაქვს საფუძველი, პირიქით გავაკეთო

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი TV პირველის ეთერში. ნობისთვის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ გარკვეულ საკითხზე ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა და ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას. თეა წულუკიანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.

კომენტარები