უბედური შემთხვევა

ახმეტის რაიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

droa.ge

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, უბედური შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არ ფლობენ ვრცელ ინფორმაციას. არსებული ინფორმაციით მაშველი ავტომანქანიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

"34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს", - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები