ირაკლი კობახიძე

კობახიძე: საუბრები, თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები კონსტიტუციაში, სპეკულაციაა

არ არის არცერთი ნორმა შეტანილი კონსტიტუციაში, თუ კონსტიტუციას ეხება საქმე, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარდა ერთისა - მათი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია იყო მდივნის თანამდებობის ასახვა კონსტიტუციაში, ეს იყო რეკომენდაცია და მეტი არაფერი და ჩვენ ეს გავიზიარეთ. მე შემიძლია, დავასახელო რამდენიმე ნორმა, რომელიც არ მოეწონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რომელიც ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ესეც არის სპეკულაციები. თავისი პასუხისმგებლობით ჩამოაყალიბა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ის დოკუმენტი, რომელიც იქნა შემუშავებული და მე შეგახსენებთ, რომ კომისიაში ეს ნაწილი კონსტიტუციის ერთხმად იქნა მოწონებული. ერთხმად - ანუ, ყველამ მოიწონა ეს დოკუმენტი, ქალბატონი ეკა ბესელიას ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით და ყველა ექსპერტის ჩათვლით, ანუ, ერთხმად დავამტკიცეთ ჩვენ ის რეგულაციები, რომელიც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები კონსტიტუციაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება "ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის საბჭოს კარნახით მოამზადა.

კომენტარები