ამიდნის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 14 მარტამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსთა ცნობით, 12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 
13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 11 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.

კომენტარები