უკანონო იარაღი

ავტომატი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები - ქუთაისში უკანონო იარაღისთვის 2 ადამიანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986 წელს დაბადებული ი. ლ. დააკავეს.

"პოლიციამ, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ი.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები